ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვით 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტად ლაშა შავდათუაშვილი დასახელდა. შავდათუაშვილის კონკურენტები მატიას კასე, ლუკას კრპალეკი, ჰიფუმი აბე და ჟორჟე ფონსეკა იყვნენ.
მიმდინარე წელს შავდათუაშვილი 73 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ტოკიოს ოლიმპიადაზე კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
შავდათუაშვილი ფლობს ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს, ასეთი მიღწევა ჯერ არც ერთ ქართველ ძიუდოისტს არ ჰქონია.
დატოვეთ კომენტარი