გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტომ ანაზღაურებისთვის 10 თვეში, 1 მლნ 840 ათას 291 ლარი დახარჯა. აქედან 147 012 ლარს, შტატიანი თანამშრომლების ხელფასები შეადგენს, 759 592 ლარი კი შტატგარეშედ დასაქმებულთა ანაზღაურებაა.
ტრანსპორტის სააგენტოში სულ 171 ადამიანი მუშაობს. მათ შორის მხოლოდ 14-ია შტატით მომუშავე, დანარჩენი 157 კი შტატგარეშე თანამშრომელია.
“ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრციის სამსახურში დასაქმებულია ერთი ფინანსური მენეჯერიდა ორი ბუღალტერი, მათი უფლება მოვალეობანი განსაზღვრულია ადმინიტრაციის სამსახურის დებულებით და სააგენტოს შინაგანაწესით. გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს 2021 წლის ბიუჯეტი იანვრის თვეში
შეადგენდა 2 მლნ 100 ათას ლარს, ივლისის თვეში არასაკმარისი თანხობრივი რესურსების გამო, დაემატა 220
000 ლარი და 2021 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 2 320 000 ლარით ბიუჯეტიდან, რასაც ემატება
საკუთარი შემოსულობები 336 312ლარი. ეს თანხა მთლიანად საწავავის შეძენას მოხმარდა”, – წერს გტრანსპორტის სააგენტო.
ინფორმაციისთვის, 2021 წელს, ტრანსპორტის სააგენტო 2 მლნ 320 ათასი ლარით დაფინანსდა, მომავალი წლისთვის კი მუნიიპალური ა(ა)იპ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 310 000-ით გაიზრდილ თანხას მიიღებს.