ახალი ამბები

ლიახვის ხეობიდან დევნილი გაჭირვებული ოჯახები საახალწლო ნობათს მიიღებენ

ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალ წლამდე ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებში სურსათსა და ტკბილეულს დაარიგებს. ასეთი კატეგორია კი ძირითადად შაუმიანის დასახლებაში ცხოვრობს. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ადგილნაცვალ პირთა მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს სისტემატურად სწავლობენ, აღნიშნული გადაწყვეტილებაც მათივე ტქით, აქედან გამომდინარე მიიღეს.

„სხვა დასახლებებთან შედარებით, შაუმიანში ყველაზე გაჭირვებული ოჯახები ცხოვრობენ. სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ 65-70 ლარიანი პაკეტი გავაკეთოთ და საახალწლოდ დავურიგოთ მათ. წლის განმავლობაში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ასეთი კატეგორიის ოჯახები უყურადღებოდ არ დაგვრჩეს და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ სხვადასხვა სახით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“,- აღნიშნა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ნუგზარ კახნიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ლიახვის ხეობიდან დევნილ ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს საახალწლო ნობათი გასულ წელსაც გადასცეს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები