გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცმა ცოლი არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით სცემა. საქმემ გორის რაიონულ სასამართლოში გადაინაცვლა.
“დაახლოებით 15:15 საათზე მათსავე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების გამო განაწყენებულმა ო.მ-მ არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს. კერძოდ:: მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახის, თავის და სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე ხელები მოუჭირა მარჯვენა ფეხზე და გადაუტრიალა ძლიერად, რის შედეგადაც ქალმა განიცადა ფიზიკური ტკივილი” , – აღნიშნულია საქმის მასალებში.
საქმე მოსამართლე დავით მაკარაძემ განიხილა. ბრალდებულს სასჯელის სახეთ 2-წლიანი პირობითი განუსაზღვრა.
დატოვეთ კომენტარი