თბილისში გამართულ საქართველოს თასზე კიკბოქსინგში, 9 გორელმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. პირველ ადგილზე გორელი გოგონა ნინო კეჩხუაშვილი გავიდა.
კეჩხუაშვილთან ერთად ტურნირის გამარჯვებულები საბა ტერმაკოზაშვილი და გოდერძი ციგრიაშვილი არიან.
მეორე ადგილი ლუკა თოფჩიშვილმა და ლუკა ვარდოსანიძემ დაიკავეს, ხოლო მესამე ადგილზე ვახტანგ ჭოჭელი და ნიკა კოჩუაშვილი გავიდნენ.
ყველა მათგანი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
დატოვეთ კომენტარი