ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოხდება გზის სრული რეაბილიტაცია. პორoექტiს მიხედვით ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის უნდა დამონტაჟდეს ნიშნები და მოეწყოს ტროტუარები.
“არსებული გზის დაზიანებული კაპიტალური საფარი და სავალ ნაწილზე წარმოქმნილი დიდი ზომის ორმოები გზით სარგებლობას მნიშვნელოვნად ართულებდა. მიმდინარე სამუშაოები მოიცავს გზის სრულ რეაბილიტაციას. ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. ასევე, ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის, დამონტაჟდება ნიშნები, მოეწყობა ტროტუარები და ავტოპავილიონი”, – აცხადებენ უწყებაში
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.