გორის მუნიციპალიტეტის ახალი საკრებულო უკვე შეიკრიბა. სხდომის დაწყებამდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ინიციატივით ნუგზარ ფუტკარაძეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ნუგზარ ფუტკარაძე ენმ-ის წევრი იყო, რომელიც ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან გახდა. იგი 18 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა.
გორის საკრებულოს სხდომას 36-ვე წევრი ესწრება, აქედან 9 ენმ-ის წარმომადგენელია, 24 “ქართული ოცნების” და 3 პარტიის “საქართველოსთვის”.
დატოვეთ კომენტარი