გორის მუნიციპალიტეტში ბოლო მონაცემებით, 220 კოვიდინფიცირებული მოსწავლეა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა მიაწოდა.
“ამ დროსთვის სწავლების დისტანციურ რეჟიმზე ორი სკოლაა, ორთაშენისა და გორის მე-2 საჯარო სკოლა. რაც შეეხება ინფიცირებული პედაგოგების რაოდენობას, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბოლო მონაცემებით 68 ინფიცირებული მასწავლებელია”, – გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საჯარო სკოლის პედაგოგებს კორონავირუსის ტესტი ორ კვირაში ერთხელ უტარდებათ.
დატოვეთ კომენტარი