გორის მუნიციპალიტეტში ახალი მავთულხლართები გამოჩნდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხურვალეთში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ბოლო რამდენიმე დღეა განაახლეს. ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.
“საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ასევე ინფორმაცია მიეწოდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს”, – აცხადებენ სუსში.
ინფორმაციისთვის, უკანონო ბორდერიზაცია გორის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან გააქტიურდა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის, “ძალა ერთობაშია” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოკუპანტების უკანონო ქმედებებს საქართველოს ხელისუფლება ხელს არ უშლის.
დატოვეთ კომენტარი