ახალი ამბები

ვისაც ტანსაცმელი სჭირდება – გორში ტანსაცმლის მაღაზიამ საქველმოქმედო აქცია დაიწყო 

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორში ერთ-ერთმა მაღაზიამ საქველმოქმედო აქცია დაიწყო. 

“გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თქვენს გარშემო მცხოვრები ოჯახების შესახებ,რომელთაც ესაჭიროებათ სეზონური ტანსაცმელი”, – ეს მიმართვა მაღაზიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

აღნიშნულ პოსტს მალევე მოჰყვა გამოხმაურება და სხვა მაღაზიებმაც გამოთქვეს სურვილი აქციაში მონაწილეობის მიღება. 

“ყველაზე ბედნიერები ვართ, სატელეფონო ზარები არ წყდება. რეკავენ, მეზობლები, მეგობრები , გვაწვდიან ინფორმაციას. ჩვენს ინიციატივას კიდევ შემოუერთდა ბავშთა სამყარო,,ზღაპარიკო ზღაპარიკო”, მეგი ვათიაშვილი, ქალბატონი თამარი და მაღაზია “ევრო ზმანი”.  

დატოვეთ კომენტარი