ახალი ამბები

გორის მერიის ესსეების კონკურსში პირველი ადგილი სალომე ლომიძემ დაიკავა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოვა. მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, მერიამ ესსეების კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც სამი გამარჯვებული შეირჩა.

პირველი ადგილი სკოლა „ეისის“ მოსწავლემ სალომე ლომიძემ დაიკავა. გამარჯვებულებს გორის მერიის მხრიდან „ბიბლუსის“ ვაუჩერები გადაეცათ. ასევე თავისი ფავორიტები დააჯილდოვა “მეცნიერებათა სკოლისა“ და კოლეჯ “ამაგის” დამფუძნებელმა ეკატერინე სუხიშვილმა.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს გორის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების საბაზო – საშუალო საფეხურის 112 – მა მოსწავლემ. საუკეთესო 11 ესსეს გორის მერია კრებულის სახით დაბეჭდავს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები