ავტორი: თეონა ფანქველაშვილი
სწავლაზე უარი არასოდეს მითქვამს. ამჟამად, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტი ვარ, თუმცა ეს ხშირად მავიწყდება, რადგან დღეს პროფესიად ავირჩიე სამოქალაქო აქტივიზმი. ხშირად ვფიქრობ, როდის დაიწყო ეს ყველაფერი? რომელ წელს? და შემდეგ მახსენდება, რომ პირველი ჩემი პროტესტი ჯერ კიდევ ბაღში იყო – 5 წლის ასაკში ვნახე, როგორ შიმშილობდნენ ახალგაზრდები და დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას ითხოვდნენ. დიახ, 1989 წლის 9 აპრილს პირველად გამიჩნდა პროტესტი.
ჩემი ოჯახი პირველ პრეზიდენტს და საქართველოს დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს და ერთხელ ეს საბავშო ბაღში თამაშისას ვთქვი. მახსოვს, როგორ გამოვედი სიტყვით, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელ. ერთი ბავშვი შემეკამათა. მე კიდევ გაბრაზებულზე ვუთხარი, რომ მას არ ესმოდა და ვეჩხუბე. მასწავლებელს ამბავი მიუტანეს და მახსოვს, როგორ გამარტყვა სახეში მასწავლებელმა ისე, რომ თვალებიდან ნაპერწკლები გადმომცვივდა. მას შემდეგ პროტესტი არ გამნელებია და მას შემდეგ ამ ქვყენის დაცვას ვცდილობ.
სამოქალაქო პროტესტი და ბრძოლა სასიკეთო ცვილებებისთვის დემოკრატიის ქვაკუთხედია. სწორედ, სამოქალაქო საზოგადოება ახსენებს ხელისუფლებას მოქალაქეთა საჭიროებებს, ინტერესებს, პრობლემებს და უკეთეს ხვალინდელ დღეზე ზრუნვის ვალდებულებას. ამიტომაც ამბობენ, რომ მაღალი სოციალურ-პოლიტიკური კულტურა და პასუხისმგებლობა სწორედ სამოქალაქო აქტივისტებს აქვთ.
ისტორიასაც რომ გადავხედოთ, სწორედ სამოქალაქო აქტივისტები იწყებდნენ ბრძოლას ავტორიტარიზმის, დიქტატურის, შოვინიზმის, რასიზმის წინააღმდეგ. სწორედ მათი ბრძოლის შედეგია ის უფლებები და შესაძლებლობები, რომლითაც დღეს ადამიანები ვსარგებლობთ.
დღეს საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რადგან:
- საქართველოში ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები და ამას სამწუხაროდ, ხელისუფლება თავად აკეთებს.
- საქართველოში იდევნება თავისუფალი აზრი – თუ ჩუმად ხარ, მაშინ მისაღები ადამიანი ხარ ხელისუფლებისთვის, თუ რამეს აპროტესტებ და კრიტიკულ აზრს გამოთქვამ, მაშინ მიუღებელი ხდები და ცდილობენ გაგაჩუმონ ნებისმიერი გზით.
- საქართველოში პროტესტი დასჯადი გახდა – მანიფესტაციების დროს გარბევენ, გდევნიან, ტყვიებს გესვრიან და თვალებს გთხრიან. არც შენს სიკვდილზეც იტყვიან უარს, თუ მათთვის ზედმეტად მომაბეზრებელი გახდი.
დღეს საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება მეტი პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე, რადგან:
- პოლიტიკა განსაზღვარვს ჩვენს ყოფას, ცხოვრებას და მომავალს – სამწუხაროდ, ადამიანებმა დაიჯერეს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და ხშირად, საკუთარი უმოქმედობით, საკუთარი აზრის დამალვით, მაქსიმალურად ცდილობენ პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებას.
- პოლიტიკაა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ჩვენი ნებისმიერი ქმედებით თუ უმოქმედობით, პოლიტიკურ პროცესებს წარმართავთ – ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მაშინაც კი, როცა არაფერს ვამბობთ და პროტესტს ჩვენში ვახშობთ, მაინც ვმონაწილეობთ პოლიტიკურ პროცესებში და ჩვენი უმოქმედობით ვიღაცის “სასარგებლოდ” ვმოქმედებთ.
დღეს საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება თავისუფალი მოქალაქეები
საზოგადოების უიდედსი ნაწილი არ არის კმაყოფილი არსებული რეალობით, მაგრამ სამწუხაროდ 200-წლიანმა რუსულმა მმართველობამ და განსაკუთრებით 70-იანი წლების საბჭოთა კავშირში ყოფნამ, ჩვენი საზოგადოების მიდგომები სრულიად შეცვალა – გაუჩინა შიში, რომ თუ ხმას ამოიღებენ, რამეს გააპორტესტებენ, ისინი აუცილებლად დაისჯებიან, შესაძლოა, სიკვდილით.
30 ოქტომბერს მეორე ტური ჩატარდა. ქარელში ვიყავი ჩასული, ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებლად. იქ ვნახე, როგორ შეიძლება დაიმონო ადამიანი ისე, რომ მან ეს ვერც კი გააცნობიეროს.
იქ მითხრეს, რომ თითო მერცხალი გაზაფხულს ამ ქვეყანაში ვერ მოიყვანსო. მე კი შევახსენე, რომ თავისუფლება, ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი, სწორედ.სამოქალქო პორსტეტმა მოიტანა – წარმოუდგენელ დროს დაიწყო ორმა მოსწავლემ ამაზე ფიქრი და ასე, ნელ-ნელა სისრულეში მოიყვანეს. ზვიადმა და მერაბმა ამ ქვეყნის დამოუკდებლობა მოიპოვეს და ის პროტესტი, რომელიც ორ ადამიანში დაიბადა, მთელ ქვეყანას მოედო, რის შედეგადაც საქართველო გახდა პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი დამოუკიდებელი ქვეყანა.
ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ძალა ჩვენშია და რომ ხლისუფლებები ჩვენ, ხალხს უნდა გვემსახურებოდნენ; რომ შიში არ არის გამოსავალი, რადგან ის უკან გვხევს და განვითარებაში გვიშლის ხელს.
ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ – მომავლის, თავისუფლების საკეთილდღეოდ ვიბრძოლოთ.