ახალი ამბები

პროგრამისტი ზერტიდან, რომელმაც ჩიკაგოს ოფისში დაიწყო მუშაობა

21 წლის ოთარ ტერტერაშვილმა მსოფლიოს ელიტარულ სამეულში შემავალ ერთ-ერთ საკონსულტაციო კომპანიაში (BCG) დაიწყო მუშაობა. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში სწავლა ვერ შეძლო და შესაბამისად უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი არ გააჩნია. მან პროგრამირება ისწავლა, გახდა წარმატებული პროგრამისტი და ამჟამად ჩიკაგოს ოფისის თანამშრომელია. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

“სკოლაში ჩანთით წიგნებთან ერთად შეშა დაჰქონდა. უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია და დიპლომიც არ აქვს. ეხლა ის მსოფლიოს ელიტარულ სამეულში შემავალ საკონსულტაციო კომპანია BCG-ს ჩიკაგოს ოფისში მუშაობს პროგრამისტად. სასწაულებს აკეთებს. რა მოხდა შუაში? ოთარმა პროგრამირება ისწავლა. თვითონ ისწავლა. ამჟამად წარმატებული პროგრამისტია”, – წერენ ოთარის ახლობლები სოციალურ ქსელში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები