ახალი ამბები

გორში ნედლი რძე ბრუცელოზზე შეამოწმეს

გორში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნედლი რძე შეამოწმა. უწყება რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტზე შევიდა და ფიზიკური პირების მიერ მიწოდებული ნედლი რძის ნიმუშები აიღო.

რძე სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გორის ლაბორატორიაში ბრუცელოზზე შემოწმდა. სააგენტოს ცნობით, დარღვევა არცერთ მათგანში არ აღმოჩნდა.

ბრუცელოზი ინფექციური დაავადებაა, რომლის წყაროა როგორც წვრილი, ასევე მსხვილფეხა რქოსანი საქონელი. ინფექცია ცხოველიდან ადამიანზე შეიძლება გადავიდეს ალიმენტური, კონტაქტური და ასპირაციული გზით. ალიმენტური გზით ინფექციის გადაცემისას ადამიანი ავადდება  დაავადებული ცხოველის თერმულად არასაკმარისად დამუშავებული რძისა და ხორცის პროდუქტების მიღებისას.

დატოვეთ კომენტარი