სტატიები

8 მძღოლი, მანქანის მრეცხავი, 4 თანაშემწე – მერიაში ხელფასს 308 თანამშრომელი იღებს

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ბოლო მონაცემებით 308 ადამიანი მუშაობს. აქედან 285 შტატიანი თანამშრომელია, 23 კი ხელშეკრულებით აყვანილი. ამ რაოდენობაში არ შედის 11 ა(ა)იპ, სადაც დასაქმებულთა რიცხვი განსხვავებულია და ზოგიერთ მათგანში 500-საც აღწევს. მერიაში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის მიმდინარე წლის 9 თვეში 2 მლნ 282 ათას 479 ლარი დაიხარჯა.

მერიას 9 სამსახური ექვემდებარება, მათ შორის:

  1. ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური;
  2. საფინანასო-საბიუჯეტო სამსახური;
  3. განათლების,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ;
  4. ზედამხედველობის სამსახური;
  5. ეკონომიკის სამსახური;
  6. სივრცით მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური ;
  7. სოციალური და ჯანდაცვის სამსახური;
  8. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური;
  9. სამხედრო აღრიცხვისა გაწვევის და მობილიზაციის სამსახური

რაც შეეხება ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, ისინი შემდეგ პოზიციებზე არიან გადანაწილებულები:

  • მერის თანაშემწე – 4
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლი – 8
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების მრეცხავი – 1
  • მერის მდივან-რეფერენტი – 1
  • მერიის ვიზიტორთა რეგისტრატორი – 1
  • ვიზიტორთა რეგისტრატორის სპეციალისტი – 1
  • მერიის ინფორმაციული საშუალებების მენეჯერი – 1
  • ინფორმაციული და ტექნიკური საშუალებების სპეციალისტი – 1
  • დამხმარე სპეციალისტი – 2
  • სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების სპეციალისტი – 1
  • ოჯახის სოციალური მუშაკი – 1
  • ბავშვის ფსიქოლოგი – 1

ინფორმაციისთვის, ახალ მერს საკრებულოს თანხმობით, შესაძლოა მრჩეველიც დაუნიშნონ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები