ახალი ამბები

ერგნეთის სკოლის მოსწავლეები “ეტალონში” მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ

ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში ეტალონი“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

დისტანციური კონკურსის მონაწილეებს – გიორგი დოიჯაშვილს, ლუკა მამისაშვილს, მარიამი წერთელს, საბა აბაშიძეს, ლიზი გულიტაშვილს, სანდრო კეკოშვილს, ქეთევან დოიჯაშვილს და ნინო კასრაძეს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი “ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის  28 ოქტომბერს ჩატარდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები