ახალი ამბები

მთვარაძე: ხინჩეგაშვილმა გამათავისუფლა და თავისი მეგობრის დედა დანიშნა

გორში, სადგური-ელექტროფიკაციის დასახლებაში მერის წარმომადგენლად გორის ახალმა მერმა მაია მთვარაძის ნაცვლად მაია მუჯარიძე დანიშნა.

“ქართული ოცნების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ვიყავი ყოველთვის, თუმცა გორის ახალმა მერმა ჩემთან ხელშეკრულების გაგრძელება აღარ ისურვა და ჩემ ნაცვლად, მისი ძმაკაცის დედა დანიშნა ამ თანამდებობაზე, რომლის კომპეტენციაც ეჭვქვეშაა, ჯერ სანიტრად მუშაობდა ეს ქალი, შემდეგ კი, კულტურის ააიპში, იქაც ჩემი რეკომენდაციით მიიღეს. ონკოპაციენტი ვარ და ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახლა სამსახური” , – ამბობს მაია მთვარაძე.

მთვარაძე ამბობს, რომ მისი გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა მისი კეთილგანწყობა იყოს გიორგი ხოჯევანიშვილის მიმართ, თუმცა როგორც განმარტავს, არჩევნებზე გახარიას პარტიის სასარგებლოდ არ უმუშავია, რადგან იგი “ქართული ოცნების” ერთგული დარჩა.

დატოვეთ კომენტარი