გორში, სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ეზოს ატრაქციონებს ყიდულობს. ფანჩატური, საქანელები, სასრიალოები და აიწონა-დაიწონა 5 საბავშვო ბაღში გადანაწილდება. ახალ საბავშვო ატრაქციონებს სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გორის №5, №6,№12,№13 და სოფელ სკრის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეზოებში განათავსებენ. ამავე შესყიდვით სააგენტოს ეზოს 20 სკამის შეძენაც სურს.
აღნიშნული ინვენტარის შესაძენად 99 858 ლარია გათვალისწინებული, სატანდერო წინადადებების მიღება კი 27 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე ხორციელდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საბავშვო ბაღებში ატრაქციონები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა დაამონტაჟოს.
დატოვეთ კომენტარი