გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრი 177 – ე სეზონისთვის სოციალური სახის აქტივობებს გეგმავს. თეატრი მაყურებელს საშუალებას აძლევს სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები ფასდაკლებით შეიძინონ.
თეატრის ადმინისტრაციის განმარტებით სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მაყურებელი 100% – იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.
“ერისთავის თეატრი გთავაზობთ შესაძლებლობას ისარგებლოთ სხვადასხვა ტიპის აქციებით. დაიჭირე თადარიგი,შეიძინე ბილეთი წინასწარ და მიიღე ფასდაკლება ნებისმიერ სპექტაკლზე. სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, პენსიონერები და დევნილები 40% – იან ფასდაკლებით ისარგებლებენ, სოციალურად დაუცველები კი სპექტაკლზე დასასწრებ ბილეთს უფასოდ მიიღებენ”, – წერს თეატრის ადმინისტრაცია
177 – ე სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ერისთავის თეატრი სხვადასხვა ტიპის აქციებს აანონსებს, ის ვინც სპექტაკლამდე ერთი დღით ადრე შეიძენს ბილეთს 20% – იან ფასდაკლებას მიიღებს, ხოლო ორი დღით ადრე შეძენის შემთხვევაში 40% – იანს.
5 დან 10 ბილეთის შეძენის შემთხვევაში 20 % – იანი ფასდაკლებაა, 10 და მეტი ბილეთის შეძენისას -40% იანი.
აღნიშნული აქტივობა 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.