ახალი ამბები

პირველკლასელთა ნეტბუკები ქალაქის ყველა სკოლამ მიიღო – გორის რესურსცენტრი

პირველკლასელებისთვის გათვალისწინებული ნეტბუკების ნაწილი უკვე გორშია. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, ტექნიკა ქალაქის სკოლებზე უკვე გაიცა, დანრჩენილია 465 ცალი ბუკი, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულებები უახლოეს დღეებში მიიღებენ.

“ბუკების ნაწილი უკვე მივიღეთ და გავეცით კიდეც გუშინ. 1765 დან 1300 უკვე გაცემულია. კვირის ბოლომდე მივიღებთ და გავცემთ დანარჩენ ნაწილსაც. ქალაქის ყველა სკოლამ მიიღო და სოფლების იმ სკოლებს მივეცით პირველ რიგში, სადაც ამ ეტაპზე დისტანციური სწავლებაა”, – აღნიშნა ნანა ტერმაკოაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.