ახალი ამბები

დავბრუნდით იგივე სიტუაციაში, ინფიცირების მხრივ, მძიმე ნოემბერი გველის – “გორმედი”

„გორმედის“ ქსელის ყველა კლინიკაში საწოლფონდი სრულად გადატვირთულია. ექიმები ინფიცირების მიზეზით სიტუაციის გართულებას პროგნოზირებენ და მოქალაქეებს ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოებენ. “გორმედის” ინფორმაციით ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათეულია, ასეთი სტატისტიკით კი როგორც კლინიკაში აცხადებენ, სირთულეების თავიდან აცილება შეუძლებელია.

“ფაქტობრივად, დავბრუნდით იგივე სიტუაციაში, რაც გავიარეთ შარშან. ამ დროისთვის საწოლფონდი სრულად ათვისებულია, გამოთავისუფლება ხდება ერთეულ შემთხვევებში, პაციენტის გაწერისას. შემოსული ინფიცირებულებიდან უმრავლესობა აუცრელია. გუშინ მაგალითად 42 მოქალაქე აიცრა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას და ვუთხრა, რომ ვაქცინაციის გარეშე ვირუსის დამარცხება შეუძლებელია”, – აღნიშნა ხათუნა შრუბმა

დატოვეთ კომენტარი