გორში, 30 წლამდე მამაკაცი სცემეს. შემთხვევა ფარნავაზის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ფიზიკურად 6 ახალგაზრდა დაუპირისპირდა.
დაშავებული კლინაში “გორმედი” გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი კონტაქტურია და სხეულზე აღენიშნება დაჟეჟილობები”, -განაცხადეს კლინიკაში.
დატოვეთ კომენტარი