ყელქცეულის საჯარო სკოლაში პირველთანრიგოსანი მოჭადრაკის მერაბ ონიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სასკოლო ტურნირი ჩატარდა.
სკოლის დირექტორის მარინე ტაბატაძის თქმით, გამარჯვებულებს საჩუქრები და ელექტრონული სერტიფიკატები გადაეცათ.
“ტურნირზე 5 საუკეთესო მოჭადრაკე გამოვლინდა, ერთი პირველი ადგილი, ორი მეორე და ორიც მესამე ადგილი, რომლებსაც თასი მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ”, – ამბობს ტაბატაძე
მოსწავლეები, რომლებმაც ტურნირზე საპრიზო ადგილი დაიკავეს:
პირველი ადგილი – დანიელ გამგებელი;
მეორე ადგილი – თამარ წეველიძე,შოთა ბერიზაშვილი;
მესამე ადგილი – მედეა ხითარიშვილი, ნიკოლოზ წეველიძ.
დატოვეთ კომენტარი