ბლოგები

რატომ გვჭირდება უსაფრთხო სკოლა და როგორი უნდა იყოს ის?

ავტორი: ნანა ტერმაკოზაშვილი

უსაფრთხო სკოლის კონცეფცია, ფართო გაგებით, ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას მოიცავს.

ფიზიკური უსაფრთხოების ნაწილში, ძირითადად მოიაზრება სკოლის ინფრასტრუქტურა, ინვენტარი, ჯანსაღი კვება, სკოლის ტერიტორიის დაცვა უცხო პირთა გადაადგილებისგან და ა.შ.

ემოციური უსაფრთხოება მრავალასპექტიანია და ამ ასპექტებში  მნიშვნელოვან ადგილს იკავებს როგორც მოსწავლეებს შორის ერთმანეთის მიმართ განხორციელებული ძალადობის,  ე.წ. ბულინგის (მისი სხვადასხვა სახეობის) შემთხვევები, ისე სასკოლო საზოგადოების შიგნით გამოვლენილი არაჯანსაღი ურთიერთობები თუ ქცევები.

მანდატურები, სათვალთვალო კამერები, გამართული ინფრასტრუქტურა, სკოლის შენობაში უცხო პირების შესვლის აკრძალვა – ის მცირე ჩამონათვალია, რაც პირველ რიგში უნდა კეთდებოდეს,  რომ ბავშვებმა თავი დაცულად იგრძნონ.  თუმცა, უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა მხოლოდ ფიზიკური გარემოს კონტროლს არ გულისხმობს და ის მოსწავლეების ემოციური უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც მოიცავს. ზრუნვაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო –  სწორედ ამგვარ გარემოს მიიჩნევენ განათლების ექსპერტები უსაფრთხო სკოლის კონცეფციის მთავარ ნაწილად. გარემო, სადაც სასკოლო ცხოვრებაში ჩართული ყველა პირისთვის არსებობს სოციო-ემოციური მხარდაჭერის სისტემა.

ჩვენს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული 67 საჯარო სკოლიდან მანდატურის სამსახური წარმოდგენილია 30 სკოლაში, ხოლო ვიდეოკამერებით აღჭურვილია 19 სკოლა. იმ სკოლებში, რომლებშიც არ არის მანდატური, სკოლის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულია უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. ამ პირებმა გაიარეს მანდატურის სამსახურის მიერ ორგანიზებული ტრენინგები. მათ აქვთ ხელფასზე გარკვეული დანამატი ამ ფუნქციის შესრულებისთვის.

ერთ-ერთ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა კო­ორ­დი­ნა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მის სი­სუს­ტე მშობ­ლებს, მან­და­ტურ­სა და სკო­ლას შო­რის. სწო­რედ სკო­ლი­სა და მან­და­ტუ­რის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის სა­კითხებ­თან ერ­თად, 2019 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, შე­იქ­მ­ნა მრჩე­ველ­თა საბ­ჭო­ე­ბი, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა პან­დე­მი­ის შე­დე­გად მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­ფერ­ხ­და.

2019 წლი­დან, თბი­ლი­სის, გო­რის, ბა­თუ­მის, რუს­თა­ვი­სა და ქუ­თა­ი­სის 11 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში დაიწყო სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, პე­და­გო­გე­ბის, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მა­თი მშობ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა ისეთ საკ­თხებ­ში, რო­გო­რი­ცაა: სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის ეფექ­ტუ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბი, ძა­ლა­დობ­რი­ვი ქცე­ვის ამოც­ნო­ბა, რე­ა­გი­რე­ბა და პრე­ვენ­ცია. გორიდან ამ პროექტში ჩართულია მე-5 საჯარო სკოლა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, რაც სკოლებში რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.  მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ფორმალური განათლების ფარგლებში საზოგადოებრივი მეცნიერების სწავლებით გამოიხატება,  არაფორმალური განათლების ფარგლებში კი – ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა პროექტის განხორციელებით. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს საჯარო სკოლების დიდ ნაწილში არსებული სამოქალაქო განათლების კლუბების მუშაობა ამ მიმართულებით.

მეორე სასწავლო წელია, პანდემიით გამოწვეულმა სირთულეებმა კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. ფიზიკური გარემოს უსაფრთხოების კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სკოლების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას და საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვას.  სკოლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოსწავლეების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას სკოლის შენობაში სწავლა-სწავლების პროცესის განხორციელებისას.  ქვეყანაში არსებული ვაქცინაციის სტატისტიკის ფონზე შედარებით დამაიმედებლად გამოიყურება სკოლის პერსონალის სტატისტიკა: დაახლოებით 65 % ჩვენი სკოლების პერსონალისა არის ვაქცინირებული. დიდი იმედი გვაქვს, რომ მშობლებიც გაითვალისწინებენ, რომ მხოლოდ პედაგოგების ვაქცინაცია ვერ განაპირობებს ვირუსისგან დაცულ გარემოს სკოლაში და ზოგადად მოსახლეობის აცრა არის მნიშვნელოვანი ვირუსის დასამარცხებლად.

სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც მშობელი თვლის, რომ სურდო, სიცხე ან ყელის ტკივილი უბრალო გაციებაა და მოსწავლეს სკოლაში გზავნის. ასეც რომ იყოს, მაინც შინ უნდა რჩებოდეს ბავშვი და მით უმეტეს, როდესაც არ ვართ დაზღვეული, რომ ეს სიმპტომები კოვიდ 19-ის მაჩვენებელი არ არის.

ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე გვყავს ორი საჯარო სკოლა, თუმცა იშვიათად გვაქვს უკვე სკოლა, რომელშიც ერთი ან რამდენიმე ცალკეული კლასი არ გვყავდეს დისტანციური სწავლების რეჟიმზე, კონკრეტულ კლასში დადასტურებული კოვიდ ინფექციის გამო.

სასკოლო გარემოში სწავლის პროცესის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, მათი ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის. ამიტომ ვთხოვ ყველას, მაქსიმალური პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ, რომ წლების შემდეგ არ ვიწვნიოთ დღევანდელი უპასუხისმგებლობის შედეგები.

დატოვეთ კომენტარი