ახალი ამბები

მოტაცება და ცემა არ ყოფილა – გოგოს ადვოკატს სიცრუეში ადანაშაულებენ

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს, ადვოკატი თამარ თედლიაშილი სიცრუეში ადანაშაულებს. მისი განმარტებით, ალექსი მერებაშვილმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი, გოგოს გატაცებასა და ცემაში დაადანაშაულა, რაც თედლიაშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება. ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და წყვილი მანქანით მეგობართან ერთად, საკუთარი ნებით გადაადგილდებოდა.

“დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე ვრცელ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ჩემმა სიტყვებმა შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს დაზარალებულის ცხოვრებაზე. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ალექსი მერებაშვილის მიერ, ფაქტებად წოდებული ბრალდებები არის ტყუილი, ნასამართლეობა და სუსის თანამშრომლობა კი – გამოგონილი და სხვა კუთხით წარმოჩენილი, ისეთი კუთხით, როგორითაც ადვოკატს ალბათ სურდა, რომ ადამიანებს დაენახათ პატიმრობაში მყოფი ს.მ.”, – აღნიშნა თამარ თედლიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გორის მერიის თანამშრომელს გოგოს გატაცებასა და მასზე ფიზიკურ შეურაცხყოფაში მონაწილეობას ედავებიან, ამ საქმეზე სასამართლოში პირველი მოსამზადებელი პროცესი 9 ნოემბრისთვისაა ჩანიშნული.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.