ახალი ამბები

გორელმა სუმოისტმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა

გორელმა სუმოისტმა ბადრი ხატისკაცმა გერმანიის ქალაქ ბრანდერბურგში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და საქართველოში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

“ბრანდერბურგში მიღწეული შედეგი სარეიტინგო ქულებისთვის დამეხმარება, რომ შემდეგ წელს მივიღო მონაწილეობა მსოფლიოს თამაშებში” , – ამბობს ბადრი ხატისკაცი.

ხატისკაცმა ფრანგი და უნგრელი მეტოქე დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში პოლონეთის წარმომადგენელმა სძლია. იგი აქტიურად ემზადება ჩემპიონატისთვის, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები