საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და მწერალმა დათო ტურაშვილმა ხურვალეთში სკოლის მოსწავლეებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთნ შეხვედრა გამართეს, – ინფორმაციას ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელი ლუდა სალია ავრცელებს.
ლუდა სალია რადიო “მოზაიკასთან” საუბარში ამბობს რომ, შეხვედრაზე კეკელიძემ და ტურაშვილმა საქართველო და რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს.
“შეხვედრა მოხუცთა თავშესაფრის ეზოში მოეწყო, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა, თავშესაფრის მოხუცები. გიორგი კეკელიძემ და დათო ტურაშვილმა ისაუბრეს საქართველოს ისტორიის განვლილ პერიოდზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, შეხვედრის ბოლოს ტურაშვილმა მოსწავლეებს წიგნებიც გადასცა. მსგავსი შეხვედრები უნდა იმართებოდეს საზღვრისპირა სოფლებში, დღეს როდესაც სკოლის ბავშვები საკლასო ოთახებიდან ხედავენ რუს ოკუპანტებს, ესმით აფეთქებების ხმა, ასეთი შინაარსის საუბრები, რაც დღეს იყო მნიშვნელოვანია მათი სიმშვიდისთვის, უნდა უთხრან მათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს სალია