ბოლო ორ თვეში გორის მუნიციპალიტეტში სოციალური შემწეობის მიიმღებთა რიცხვი გაიზარდა. თუ ივლისში ქალაქსა დ სოფლად ამ სტატუსის მქონე ოჯახების რაოდენობა ჯამში 6 527 – ს შეადგენდა დღეს ეს რიცხვი 6 585-ია. მთლიანობაში ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტში 24 665 სოციალურად დაუცველია რეგისტრირებული (ქალაქში – 4891, სოფლად – 19774).
2021 წლის ივლისის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 24 445 ადამიანით იყო წარმოდგენილი. (ქალაქში – 4724, სოფლად+19721). წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურად დაუცველთა რიცხვი კი გაიზარდა.
ანალოგიური ტენდენცია გამოიკვეთა გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც. მაგალითად, 2020 წლის ივლისში ასეთი ოჯახების რაოდენობა 5 487-ს შეადგენდა, არჩევნების წინა თვეს კი ეს რიცხვი 5 589 მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვეში სოციალურად დაუცველი ოჯახები100-ით მეტი გახდა.
მოძიებული მონაცემებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ზუსტად ერთ წელში, გორის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთა რიცხვს კიდევ 1000 ოჯახი დაემატა.