"ცოცხები გორის მერის მოადგილემ იყიდა აგრარულ ბაზარში" , - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბადრი ბასიშვილმა. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციაზე გორიდან წასულ მანქანებს ქალაქის გასასვლელში "ქართული ოცნების" აქტივისტები ცოცხებით დახვდნენ, რომელთა შორის არის გორის კულტურის და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელი ფარნა მახოხაშვილიც.
დატოვეთ კომენტარი