ახალი ამბები

გორის მერია მიუსაფარი ოჯახისთვის ასაწყობ კოტეჯს ყიდულობს

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ასაწყობი კოტეჯის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 20 000 ლარია.

ასაწყობ კოტეჯს მერია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში განათავსებს. როგორც ცნობილია, უწყება აღნიშნულ შენობებს მიუსაფარი ოჯახების დასაკმაყოფილებლად ყიდულობს.

სატენდერო პირობების მიხედვით, კოტეჯი უნდა იყოს თბოიზოლაციით  და ყველა საჭირო კომუნიკაციით აღჭურვილი.  

შერჩეულმა კომპანიამ კოტეჯის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი