თბილისში, 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას გორელებიც შეუერთდებიან.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხარდამჭერებთან ერთად საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.
ენმ-ს წევრის ანი ბალიაშვილის, თქმით გორიდან ავტოლკოლონა 3 საათისკენ დაიძვრება.
“გავდივართ 3 საათისთვის. უკვე ვიკრიბებით, მშვიდობიან აქციაზე წამოსასვლელად მოქალაქეები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გველოდებიან, არიან პარტიის ოფისთანაც. რამდენიმე ათასი ადამიანია მობილიზებული ჩვენი რეგიონიდან. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება”, – ამბობს ბალიაშვილი
14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის ნაწილი და ამ მოთხოვნის მხარდამჭერი ადამიანები შეიკრიბებიან.