13 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეზე სასამართლო პროცესი გორში ჩატარდება. შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში შვილიშვილის გაუპატირების ბრალდებით, 52 წლის მამაკაცია დაკავებული. არსებული ინფორმაციით, მოზარდზე ის სექსუალურად ხშირად ძალადობდა.
ძალადობის მსხვერპლი დედასთან ერთად უკვე გაყვანილია სოფლიდან. ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არასრულწლოვანთან ფსიქოლოგები მუშაობენ. საქმეში პოლიციასთან ერთად, სოციალური მუშაკებიც ჩაერთვნენ და მომხდართან დაკავშირებულ გარემოებებს სწავლობენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს. დაკავებულს 15-20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.