გათავისუფლდეს პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი-პეტიციას ხელს გორელებიც აწერენ, – ინფორმაციას ენმ-ს წევრი ანი ბალიაშვილი ავრცელებს. ბალიაშვილის თქმით, გორელმა მოქალაქეებმა 14 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაშიც გამოთქვეს მონაწილეობის სურვილი.
“ოფისში უამრავი ადამიანი მოდის ყოველდღიურად, რომელიც ითხოვს პეტიციაზე ხელმოწერას და 14 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას. ჩვენი რეგიონიდან უკვე ასობით მოქალაქეს აქვს ხელი მოწერილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნისთვის შექმნილ პეტიციაზე”, – ამბობს ანი ბალიაშვილი
ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა პეტიცია შექმნეს, სადაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა მხარი დაუჭირონ სააკაშვილის გათავისუფლებას
“თუ მიგაჩნიათ რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რომელიც უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და მას უნდა მიეცეს საშუალება ნორმალურად ჩაერთოს სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში, მაშინ მოაწერეთ ხელი პეტიციას. ერთად დავიხსნათ პრეზიდენტი ტყვეობიდან”, – წერია პეტიციაში
პეტიციას 50 000- ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, იმისათვის რომ საკითხის განხილვა ოფიციალურ უწყებებში დაიწყოს, 75 000 ხელმოწერაა საჭირო.