გორის მუნიციპალიტეტის კარალეთის N1 საჯარო სკოლა კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
“ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა კარალეთის პირველ საჯარო სკოლაში, აქედან გამომდინარე, მომდევნო 12 დღის განმავლობაში სკოლაში სწავლა სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა” , – განმარტა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
მისივე თქმით, ვირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა გორის N10 საჯარო სკოლაშიც, რის გამოც, მე-5 კლასი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
დატოვეთ კომენტარი