ახალი ამბები

გლოვის დღესთან დაკავშირებით გორში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

გლოვის დღესთან დაკავშირებით გორში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში დღეს, 11 ოქტომბერს გლოვის დღეა. გლოვის დღე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა.

სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.

დატოვეთ კომენტარი