“თავისუფლება მიშას” – საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერი ლოზუნგები გორშიც გამოჩნდა. აღნიშნული წარწერები განათავსეს, როგორც ქალაქში, ისე სოფლად. სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ამ სახით ისინი სოლიდარობას უცხადებენ საპატიმროში მყოფ მიხეილ სააკაშვილს.
“თავისუფლება მიშას – ამ წარწერებით გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ და მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილმა დატოვოს საპატიმრო, მითუმეტეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია,”-აცხადებენ გორში, სამოქალაქო აქტივისტები.
დატოვეთ კომენტარი