გორის თეატრის ყოფილმა დირექტორმა გია წვერავამ სამსახურიდან გათავისუფლების გამო სასამართლოს მიმართა. მისი განმარტებით, სარჩელი უკვე შეტანილია და ელოდება როდის დაინიშნება პირველი სასამართლო პროცესი.
“სამსახურში აღდგენას არ ვითხოვ, სარჩელში მითითებულია, რომ მხოლოდ კომპენსაციას მოვითხოვ. დეკემბრამდე მქონდა ხელშეკრულება და უფლება არ ჰქონდათ რომ ვადაზე ადრე გავეთავისუფლებინე” , – განმარტავს წვერავა.
როგორც ცნობილია, გორის სახელწიფო დრამატული თეატრიდან გია წვერავა კულტურის სამინისტრომ თანამდებობიდან სექტემბრის დასაწყისში გაათავისუფლა. თავად წვერავა თვლის, რომ პოლიტიკური ნიშნით არის გათავისუფლებული, რადგან მან მხარი დაუჭირა გახარიას მიერ დაფუძნებულ პარტიას “საქართველოსთვის”.
როგორც ცნობილია, წვერავას ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.