2021 წლის საკრებულოში 36 დეპუტატიდან 8 ქალი იქნება. აქედან მაჟორიტარი მხოლოდ ერთია.
“ქართულმა ოცნებამ” პარტიული სიით შეიყვანა:
- ლიანა ოქროპირიძე;
- თამარ მურალოვა;
- ლეილა მამულაშვილი;
- ნანი ოქროპირიძე;
- ასმათ ტალახაძე(მაჟორიტარი)
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობის პარტიულ სიაში ყოველი მეორეა ქალი, ჯამში მათ საკრებულოში 3 ქალი ეყოლებათ:
- ანი ბალიაშვილი;
- ნანა ლოთიშვილი;
- ნაზი დიდებელი.
რაც შეეხება პარტია “საქართველოსთვის” მათ გორის საკრებულოში ქალი დეპუტატი, მხოლოდ ერთი, მაია ბოლაშვილი ჰყავთ.
ინფორმაციისთვის, 2017-2021 წლის მოწვევის საკრებულო 7 დეპუტატი ქალით იყო წარმოდგენილი. მოქმედი საკრებულო 36 ის ნაცვლად 40 წევრისგან შედგება.
დატოვეთ კომენტარი