გორის მუნიციპალიტეტის სკოლებმა საკლასო ოთახებში სწავლა 4 ოქტომბრიდან განაახლეს, თუმცა მოსწავლეებს საშუალება აქვთ ისევ დისტანციურ სწავლებაზე დარჩნენ.
“ჩვენს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ 67 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლის რეჟიმი დღევანდელი მონაცემებით არჩეული აქვს 104 მოსწავლეს” , – განმარტავს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.
მისივე თქმით, ეს მონაცემი ცვალებადია და ყოველ ხუთშაბათს შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს.
დატოვეთ კომენტარი