ახალი ამბები

გორის მე-8 სკოლის პროექტს etwinning -ის ხარისხი მიენიჭა

გორის მე-8 საჯარო სკოლის პროექტი etwinning -ის ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა, – ინფორმაცის სკოლის დირექტორი ნანა ედიშერაშვილი ავრცელებს. 

ედიშერაშვილის თქმით მე-8 სკოლის პროექტი “ციფრული ბალანსი” საქართველოს მასშტაბით საუკეთესოდ დასახელდა.

“არსებობს ევროპის სკოლების პროექტების პლატფორმა, საგანმანათლებლო, ეს პროგრამა 2012 წლიდან არის აქტიური, ბოლო წლებია  რაც საქართველოს ხელი მიუწვდება, ვხედავდეთ ამ პლატფორმაზე რა საგანმანათლებლო პროექტები მიმდინარეობს. სკოლები აქ დებენ საინტერესო პროექტებს და გვიზიარებენ, თუ გაქვს სურვილი ან ჩაერთო, ან საკუთარში ჩართო. ასეთი თანამშრომლობითი ღონისძიებები მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში. ამ ეტაპზე ჩვენი მოსწავლეები და მასწავლებელი ჩართულები იყვნენ პროექტში “ციფრული ბალანსი”, რომელმაც მიიღო etwinning -ის ხარისხის ნიშნი, საქართველოს მასშტაბით ეს საუკეთესო პროექტად დასახელდა და ველოდებით ევროპასაც”,- ამბობს ნანა ედიშერაშვილი

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.