საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” გორის ოფისში ეხმაურებიან. აღმასრულებელი მდივარი თამაზ შიოშვილი თვლის, რომ გავრცელებული ვიდეოები ყალბია და ამით მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მხარდამჭერების მობილიზებას და დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობს. შიოშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილს რომ ქვეყნის საზღვარი გადაეკვეთა, მას აუცილებლად დააკავებდნენ.
“მეეჭვება, რომ სააკაშვილი საქართველოში შემოვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ მას არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი განცხადება, რომ აპირებს ჩამოსვლას. ეს არის თავის მხადამჭერებზე ზემოქმედება, რომ უფრო მეტი ხმა მიიღონ არჩევნებზე. განცდას უჩენს, რომ საქართველოშია, მაგრამ მას არ აქვს იმხელა გამბედაობა, რომ ჩამოვიდეს, რადგან სადაც ჩასვამენ კარგად ვიცით ყველამ. დაელოდება ალბთ ხვალინდელი არჩევნების შედეგებს და შედეგი იქნება მხოლოდ ერთი – “ქართული ოცნების” გამარჯვება. “ნაციონალურ მოძრაობას” და მის სატელიტებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ 3 ოქტომბრიდან და სწორედ ამისსკენაა ეს ყველაფერი მიმართული. მათ შორის დღეს გავრცელებული ვიდეობი, რაც არის ყალბი, რადგან ჩვენ ვერ დავინახეთ ბათუმსია გადაღებული თუ სხვა ქვეყანაში”, – აცხადებს თამაზ შიოშვილი.