ახალი ამბები

ანანიაშვილი სააკაშვილზე: საქმე, რითიც პასუხისგებაშია მიცემული, უნდა აღსრულდეს

პარტიის “გახარია-საქართველოსთვის” გორის მერობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კონსტანტინე ანანიაშვილმა საკუთარი მოსაზრება ჯერ კიდევ იმ დროს დააფიქსირა, როდესაც სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე ინფორმაციები ვრცელდებოდა. გახარიას გუნდის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე არსებობს, რაც აღსრულებას ექვემდებარება.

“შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე, რითიც არის ის დღეის მდგომარეობით პასუხისგებაში მიცემული, უნდა აღსრულდეს და მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. პოლიტიკურ პროცესებზე აისახება იმ კუთხით, რომ რაღაც გააქტიურება იქნება, “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, დანარჩენი უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს და შევხედავთ,”- აცხადებს ანანიაშვილი.

დატოვეთ კომენტარი