გორელმა ფრენბურთელებმა, აჭარის ღია ჩემპიონატზე ,,ოქროს ბურთი 2021″ პლაჟის ფრენბურთში გამარჯვება მოიპოვეს.
ვაჟთა გუნდი “გორი”, ბათუმში გამართულ ღია ჩემპიონატზე 8 გუნდთან ერთად მონაწილეობდა.
“გორელებმა ჯერ ბათუმის მე – 3 და მე – 2 გუნდები დაამარცხეს, შემდეგ თბილისის მე – 2, ნახევარფინალში ცაგერს სძლიეს, ხოლო ფინალში ტექნიკურ უნივერსიტეტთან მოიპოვეს გამარჯვება”, – წერს სპორტის სააგენტო
აღსანიშნავია, რომ სტუ გასულ წელს, ამ შეჯიბრების გამარჯვებული იყო, თუმცა წელს გორელებთან 2:0 დამარცხდნენ.
გორის ვაჟთა გუნდს თინა ფსუტური ხელმძღვანელობს, მათ შეჯიბრებაზე ორგანიზატორთა მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
დატოვეთ კომენტარი