გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა 4-წლიანი მუშაობა შეაჯამა და მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა. ღონისძიების ბოლოს მან ის 5 გორელი დაასახელა, რომელთაც წელს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ.
ესენი არიან:
1. მარინა გიუნაშვილი – ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი;
2. ნანა კავლელაშვილი – ექიმი-პედიატრი;
3. ანზორ თენაძე – მწვრთნელი;
4. ერმინე მაღრაძე;
5. ოთო გვრიტიშვილი;
კონსტანტინე თავზარაშვილის მერობის პერიოდში, საპატიო მოქალაქის წოდება ჯამში 25 გორელს მიენიჭა.
დატოვეთ კომენტარი