გორის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობა 6050 – მდე გაიზარდა. გორის მერიის ინფორმაციით, ეს რიცხვი 9 წლის წინ, 401 – ით იყო წარმოდგენილი. ბავშვების რაოდენობის გაზრდას კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, 2013 წლიდან პირობების გაუმჯობესებით ხსნიან.
“2013 წლის შემდეგ, საქართველოში საბავშვო ბაღები გახდა უფასო. ამ პერიოდთან შედარებით, 2021 წელს აღსაზრდელთა რაოდენობა 401-დან 6050-მდე გაიზარდა. კვების ხარჯი თითოეულ აღსაზრდელზე, ყოველდღიურად 2,7 ლარს შეადგენს. იმ სოფლებში, სადაც არ არის საბავშვო ბაღები, სააგენტო უზრუნველყოფს აღსაზრდელთა ტრანსპორტირებას უახლოეს მეზობელ სოფლებში აღნიშნული სერვისის მისაღებად. ჯამში ტრანსპორტირება ხოორციელდება 28 საბავშვო ბაღში, ტრანსპორტი 45 მიმართულებით ემსახურება 5000-მდე აღსაზრდელს”, – განმარტავენ გორის მერიაში.