სტატიები

რა(ვერ) გაკეთდა და რა გეგმები აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს-ინტერვიუ დავით რაზმაძესთან 

2021 წლის 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტების ორგანოთა არჩევნებია. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევს. 

როგორ აფასებს განვლილ პერიოდს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რა გეგმები აქვს, რა პროექტების განხორციელება ვერ შეძლო და რატომ გადაწყვიტა მესამე ვადით საკრებულოს თავმჯდომარეობა, – ამ საკითხებზე დავით რაზმაძემ რადიო “მოზაიკასთან” ისაუბრა. 

როგორ შეაფასებთ საკრებულოს მუშაობას განვლილ პერიოდში? 

როცა გავაკეთე ანალიზი, წინა ხელისუფლების დროს შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე რაც ჩვენ ამ 8-9 წელში შევასრულეთ. ძირითადი მიზანი თვითმმართველობისა ის არის, რომ მოსახლოების ხმა გაითავისოს არჩეულმა პირმა და გადაწყვიტოს ის საკითხები, რაც აწუხებს მოსახლეობას. ბევრისგან მსმენია, რომ ამობენ, აღარ გვინდა ეს ასფალტი, მაგრამ ინფრასტრუქტურაში პრიორიტეტი ყოველთვის აქვს წყალს, საკანალიზაციო სისტემას, გზას და რა თქმა უნდა, საერთოდ ყოველთვის ადამიანია პრიორიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პირდაპირ ვალდებულებაში არ შედის ჯანდაცვა და სოციალური სფერო, მაგრამ რაც ცენტრალურ ხელისუფლებას გამორჩება, ხოლმე ჩვენ ვავსებთ იმ ხარვეზებს. თავიდან 300 ათასი იყო გამოყოფილი ჯანდაცვაზე და სოციალურ სფეროზე, მაგრამ ახლა 2 მილიონს ასცდა.

რას თვლით ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში ? 

წინ წამოვწევდი იმ პრობლემების გადაწყვეტას, როგორიცაა გამყოფი ხაზთან მდებარე სოფლებში გაზიფიცირება და წყლის სისტემის მოწყობა. წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ვსაუბრობთ, რომ ვიღაცას სასმელი წყალი არ აქვს, მაგრამ ეს რეალობაა. ბევრ სოფელში უკვე არის წყალი, ზოგან 24 საათიანი, ზოგან გრაფიკით არის, მაგრამ იყოს ისეთი სოფლები, სადაც საერთოდ არ იყო. ქალაქშიცი იყო ეს პრობლემები. არის გათვლა, რომ 2024 წლისთვის მთლიანად ქალაქს, გრაფიკის გარეშე მიეწოდოს წყალი და 2030 წლისთვის, სოფლებშიც საერთოდ მოიხსნება წყლის პრობლემა.

ყველაზე დასამახსოვრებელი სხდომა საკრებულოში 

რა თქმა უნდა იყო რთული მომენტები, მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიყო კონსტრუქციული, მაგრამ ადამიამიანები ვართ, ხანდახან კარგავ თავზე კონტროლს. ყოფილა არასასიამოვნო საუბრებიც. ბოდიშიც მომიხდია. საკრებულოს წევრებს შორისაც მომხდარა დაპირისპირება. ჩემთვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი საკრებულოს სხდომა იყო, როცა დავამტკიცეთ და შემდგომ თანხებიც გამოინახა, “ახალბაღის” რეაბილიტაციისთვის. მგონია, რომ ყველა გორელი და არამარტო გორელ, არის “ახალბაღში” აღზრდილი. 

პროექტები, რომელთა განხორიცელებაც გინდოდათ და ვერ შეძელით 

ძალიან მინდიდა საფუძველი ჩაყროდა ხიდს, რომელიც დააკავშირებდა წმინდაწყალს კომბინატის დასახლებასთან. მქონდა თავიდან მხარდაჭერა, მაგრამ ბოლოს უმცირესობაში დავრჩი. საკმაოდ სერიოზული პროექტია, 12 მილიონამდე ჯდება, მაგრამ კარგად განვითარებულ და გადატვირთულ, სავაჭრო რაიონს, წმინდაწყალს მიაერთებს ერთ დროს განვითარებულ, მაგრამ დღესდღეობით ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფ შინდისის გზატკეცილის სამრეწველო რაიონთან. ასევე მინდოდა, საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციაც, რომელიც ასევე დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მრცხვენია, კიდევ იმის თქმა, თუ როგორ მდგომარეობაშია დღეს ეს შენობა. უნიკალური შენობაა და კულტურულ მემკვიდრეობაში გადის, თუმცა აქაც ვერ მივიღე მხარდაჭერა. 

გაქვთ თუ არა სურვილი, რომ ისევ უხელმძღვანელოთ ახალ საკრებულოს და რატომ გადაწყვიტეთ მესამე ვადით კენჭისყრა? 

ჯანმრთელობის მხრივ, გონებრივად მაქვს შესაძლებლობა და ვარ მზად, რომ ვუხელმძღვანელო საკრებულოს. მინდა რომ ამ მოწვევაში, ყველა ის პროექტი განვახორციელოთ, რომელიც მნიშვნელოვანის მოსახლეობისთვის.

რომ არა პოლიტიკა, სად ხედავთ საკუთარ თავს? 

ყველგან. სახლშიც, ბიზნესშიც, რაიმე საჯარო სამსახურშიც. სანამ მაქვს ძალა და ენერგია, რომ მაქსიმალურად ვიყო ჩართული დღევანდელ პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში. შეიძლება ვიღაცას პათეთიკურად მოეჩვენოს, მაგრამ ჩემი ძირითადი მიზანი ყოველთვის იყო, რომ რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რაც ჩემს ქვეყანას წაადგებოდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.