გორში საქართველოს ფოსტის სერვისცენტრის მენეჯერი ელენე ხაჩიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ გათავისუფლება მისთვისაც მოულოდნელი იყო.
“მოულოდნელი იყო ჩემთვის დაკავებული პოზიციის დატოვება. გათავისუფლება მოხდა თუ არა პოლიტიკუტი ნიშნით ამას არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ“, – ამბობს ხაჩიძე
გორში ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, რომ ელენე ხაჩიძის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
“შპს “საქართველოს ფოსტა / Georgian Post რომ უსინდისოდ ასრულებს ხელისუფლების დავალებებს,დღევანდელმა ფაქტმაც დაადასტურა.გორის სერვისცენტრის მენეჯერიც პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სამსახურიდან”, – წერს ანო ბალიაშვილი
ელენე ხაჩიძე საქართველოს ფოსტის გორის ფილიალს სამ წელზე მეტი ხელმძღვანელობდა.