საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვის და მხარდაჭერისთვის 15 პირს ბრალდება წარუდგინა. დაკავებულებს შორის არიან გორელებიც.
“ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნ.მ., კ.ნ., მ.მ., ა.ა., ა.ც., შ.მ., ბ.გ., პ.ბ., და შ.ქ., აღიარებენ ქურდულ სამყაროს და აქტიური კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან. ისინი თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად, წყვეტდნენ არაერთ დავას და მოქალაქეებს სისტემატურად სძალავდნენ ფულად თანხებს” , – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
ბრალდების მხარე დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.