გორის-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი და პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ხოჯევანიშვილი მისი და გიორგი გახარიას მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს. მისი თქმით, მმართველი პარტია მიზანმიმართულად ცდილობს ცრუ ინფორმაციების გავრცელებას და სუს-იდან გამოტანილ სკანდალურ ჩანაწერებთან მათი დაკავშირება "მორიგი ტალახის სროლაა". მისი თქმით, უკანონოდ განხორციელებულ მოსმენებზე გახარიას არც წვდომა ჰქონდა და არც ინფორმაციას ფლობდა.
დატოვეთ კომენტარი