გორის მე-12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს, ლელა წურწუმიას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
ამის შესახებ ინფორმაცია გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა გაავრცელა, რომელის მიხედვითაც მენტორი მასწავლებლის სტატუსი გორელ პედაგოგს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ბრძანებით მიენიჭა.
“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ საქმეში უდიდესი წვლილისთვის, მხარდაჭერისთვის, თანამშრომლობისთვის ჩემი სკოლის დირექტორს ქალბატონ რუსუდან ლომიძეს , რომელმაც წარმადგინა ამ მეტად საპატიო, საპასუხისმგებლო სტატუსზე მთელი ჩვენი სკოლის გუნდის ინიციატივითა და მხარდაჭერით. დიდ მადლობას ვუხდი გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ ნანა ტერმაკოზაშვილს და მის გუნდს , მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და რა თქმა უნდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღიარებისთვის”, –ამბობს ლელა წურწუმია.